|
2024-01-26 10:55:56, 754 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, არსი გრუპი ბათუმში Sea Hills საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
ბაზისბანკი, როგორც ქართული ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას. ბანკთან პარტნიორობით, ბათუმში, კურორტ მახინჯაურში, დეველოპერული კომპანია არსი გრუპი 12 სართულიან პრემიუმ კლასის საცხოვრებელ და საინვესტიციო კომპლექსს აშენებს. ბანკის მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერა ერთ მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. Sea Hills მოიცავს 2033 კვ.მ. ფართობზე, ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე და მშვიდ გარემოში მდებარე 224 ბინიან ორ საცხოვრებელ კომპლექსს მიწისქვეშა ავტოსადგომით, ღია აუზით, სპა ცენტრით და სპორტული დარბაზით, რეკრეაციული ზონით, საბავშვო ინფრასტრუქტურით და 24/7 ვიდეოკონტროლით. კომპლექსის ორივე ბლოკს აქვს ღია ტერასა. კომპლექსი გაზიფიცირებულია. საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა 2024 წლის დეკემბერში სრულდება და 32.8 კვ.მ-დან საცხოვრებელი ფართები, შავი ან თეთრი კარკასის მდგომარეობაში ან დასრულებული რემონტით ბარდება მომხმარებელს. ბინის შეძენის მსურველებს ბაზისბანკი გამარტივებულ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ. „Sea Hills გამორჩეული საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტია, რომელიც აერთიანებს კეთილმოწყობილ ინფარასტრუქტურასა და ყველა იმ სერვისს, რაც ჩვენი მაცხოვრებლებისთვის კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს ქმნის. პროექტის განხორციელება ბაზისბანკის ძლიერი და პროფესიონალთა გუნდის მხარდაჭერით შევძელით და მოხარული ვარ, რომ ბაზისბანკთან პარტნიორობით ასეთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, რომელიც გამოირჩევა მაღალი სანდოობით და ჩვენს მობინადრეებს მყუდრო და უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოს ვთავაზობთ“,- განაცხადა არსი გრუპის წარმომადგენელმა, ლიკა ქორიძემ. „ბაზისბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს. მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია როგორც მთლიანად ქვეყნისთვის, ასევე ხელს უწყობს სამშენებლო სექტორის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერებას. მოხარული ვარ, რომ აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში ბათუმში კიდევ ერთი მულტიფუნქციური პროექტი ხორციელდება, რომელიც მომხმარებელში მაღალი სანდოობით გამოირჩევა“,- აღნიშნა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიგი გაბუნიამ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)