|
2024-01-10 17:14:56, 1386 ნახვა
ომი უკრაინაში
ლიეტუვამ უკრაინის სამხედრო დახმარების გრძელვადიანი, 200-მილიონიანი პაკეტი დაამტკიცა
ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის საბჭომ დაამტკიცა უკრაინის გრძელვადიანი სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც 200 მილიონი ევროს ღირებულებისაა, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ნაუსედამ აღნიშნა, ლიეტუვა გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ უკრაინამ რუსეთი დაამარცხოს. "იანვარში ჩვენ კვლავ გავაგზავნით საბრძოლო მასალას, გენერატორებს, დეტონაციის სისტემებს უკრაინაში, თებერვალში კი M577-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორებს. მოვამზადებთ უკრაინელ ჯარისკაცებს და გავაძლიერებთ თანამშრომლობას თავდაცვის ინდუსტრიაში", - განაცხადა ნაუსედამ. ცნობისთვის, მანამდე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას პირისპირ შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)