07:09 - 11 Jun, 2026
|
2023-12-28 10:45:51, 1178 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 8 დრონიდან 7 გავანადგურეთ
უკრაინამ, 28 დეკემბრის ღამეს, რუსეთის მიერ გაშვებული 7 დრონი გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს. საჰაერო ძალების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატები გაშვება პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან დაფიქსირდა. "28 დეკემბრის ღამეს, ოკუპანტებმა პრიმორსკო-ახტარსკიდან დრონები გაუშვეს. სულ დაფიქსირდა Shahed-136/131-ის ტიპის 8 უპილოტო საფრენი აპარატიდან 7-ის ჩამოგდება, რომლებიც მოიერიშე თვითმფრინავებმა, საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა, საჰაერო ძალების და თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა გაანადგურეს. დრონები დნეპროპეტროვსკის, კრივოროგრადისა და ზაპოროჟიეს რაიონებში ჩამოვაგდეთ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)