13:27 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-25 14:24:11, 1423 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მსოფლიო რუსული ტერორიზმისგან დასაცავად გავაერთიანოთ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ გასულ ღამეს კიევზე მიტანილ მასშტაბურ იერიშს გამოეხმაურა.

ზელენსკიმ 70-ზე მეტი Shahid-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით ჰოლოდომორის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს მიტანილი იერიში მიზანმიმართულ ტერორიზმად შეაფასა.

"70-ზე მეტი "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჰოლოდომორის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს. მიზანმიმართული ტერორიზმი. როგორც ჩანს, რუსეთის ხელმძღვანელობა ამაყობს იმით, რომ მას შეუძლია ადამიანები მოკლას.

ჩვენმა მებრძოლებმა ჩამოაგდეს დრონების უმეტესი ნაწილი, მაგრამ არა ყველა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მსოფლიო რუსული ტერორიზმისგან დასაცავად გავაერთიანოთ. ტერორისტული სახელმწიფო უნდა დამარცხდეს და პასუხი აგოს მის ქმედებებზე", - წერს ზელენსკი X-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics