12:37 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-24 12:37:00, 680 ნახვა

ეკონომიკა
დაცული ტერიტორიების სააგენტოში ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარების გენერალური გეგმის დოკუმენტი განიხილეს

დაცული ტერიტორიების სააგენტოში ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარების გენერალური გეგმის დოკუმენტი სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

სამუშაო შეხვედრას დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

„დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის, ბიომრავალფეროვნების დაცვასთან ერთად, გარემოსდაცვით საქმიანობაში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა და მათი ეკოტურისტული საქმიანობის მხარდაჭერა ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობა, რათა სწორად მოხდეს საჭირობების და შესაძლო მიდგომების განსაზღვრა კონკრეტული მიზნების მისაღწევად“, - აღნიშნა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, ეკოტურიზმის განვითარების გენერალური გეგმის პროექტი წარმოადგენს დაცული ტერიტორიის უახლოესი 10 წლის ზოგად ხედვას, რომელიც მიღწეული უნდა იყოს მოკლევადიან პერიოდზე გათვლილი მიდგომებისა და რეკომენდაციების დანერგვითა და შესრულებით.

ჯავახეთის დაცული ტერიტორიების გენერალური გეგმის პროექტი შემუშავებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში. დოკუმენტის შექმნაზე იმუშავა შპს „ჯეონეიჩარ კორპორაციამ“, დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით. პროექტის  „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, ეკოტურიზმის განვითარების გენერალური გეგმა, ჯამში, 17 დაცული ტერიტორიისთვის შემუშავდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics