|
2023-10-09 17:34:48, 750 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ბათუმში Grand Mall გაიხსნა
„საქართველოს ბანკი“ პარტნიორებთან ერთად პროექტების განხორციელებას და ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკმა ერთი წლის წინ EBRD-თან Batumi Grand Mall-თან ერთად ხელი მოაწერა პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას, რომლის შედეგადაც ბათუმში ახალი სავაჭრო ცენტრი უკვე გაიხსნა. პროექტის ჯამური ღირებულება 22 მილიონი ევროა, სესხის მოცულობა 7 მილიონ ევროს შეადგენს, რაც სრულად სავაჭრო ცენტრის მშენებლობის დასრულებას მოხმარდა. მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორობის ფარგლებში, ენერგოეფექტიანი დანადგარებისა და სამშენებლო მასალებისთვის კომპანიამ დამატებით მიიღო გრანტი EBRD-ის FINTECC პროგრამის ფარგლებში, რომლის დონორებიც არიან ევროკავშირი და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი. „მოხარული ვართ, რომ „საქართველოს ბანკისა“ და EBRD-ის ხელშეწყობით, ბათუმში ახალი სავაჭრო ცენტრის გაიხსნა, რომლის საიჯარო ფართობიც 24 000 კვ.მ.-ია. ახალ მოლში წარმოდგენილი იქნება 100-ზე მეტი ბრენდი მათ შორის, Massimo Dutti, ZARA, Mango, Stradivarius, Tommy Hilfiger, Gant, Guess, Armani Exchange და სხვა. მოლში განთავსებული იქნება, როგორც კვების ობიექტები და კინოთეატრი, ასევე ფიტნეს და საბავშვო გასართობი ცენტრები. მნიშვნელოვანია, რომ სავაჭრო ცენტრის შენობა ენერგოეფექტიანია, რომელიც ენერგიის მოხმარებას 35% - ით შეამცირებს“, – განაცხადა Batumi Grand Mall-ის ინვესტორმა, ამირან დარჩიძემ. „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ უცვლელ პრიორიტეტს ბიზნესის ხელშეწყობა წარმოადგენს, განსაკუთრებით კი ტურისტულად მიმზიდველ რეგიონებში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება EBRD-თან Batumi Grand Mall-თან პარტნიორობა, რომელიც ბიზნესის კიდევ უფრო მეტად განვითარებისკენაა მიმართული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, არამხოლოდ ბათუმისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის, რადგან ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას, ტურიზმის მხარდაჭერას. ასევე, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. ამ დროის მონაცემებით, ახლადგახსნილ მოლში 1000 ადამიანი დასაქმდება“, – განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი კუკულაძემ.
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)