21:17 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-05 10:57:47, 1239 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ბრძოლას განვაგრძობთ და არ ვაპირებთ დანებებას - დღეს რუსეთი სუსტია

ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას და არ ვაპირებთ დანებებას, დღეს რუსეთი სუსტია, ისეთი არ არის, როგორიც იყო ომის დასაწყისში,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, აშშ-ის, როგორც "დემოკრატების", ასევე "რესპუბლიკების" უმეტესი ნაწილი მხარს უკრაინას უჭერს.

"ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას და არ ვაპირებთ დანებებას, დღეს რუსეთი სუსტია, ისეთი არ არის, როგორიც იყო ომის დასაწყისში. მათ ძალის მოკრების საშუალება არ უნდა მივცეთ. პაუზა დახმარებაში და კონფლიქტის ხელახლა გაყინვა რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

მინდა ჩვენმა მხარდამჭერებმა სხვა ქვეყნებში არ დაკარგონ საკუთარი ქვეყნის ლიდერების რწმენა. რაც შეეხება აშშ-ს, როგორც "დემოკრატების", ისე "რესპუბლიკელების" უმეტესობა მხარს უკრაინას უჭერს.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ მხარდაჭერას აუცილებლად შევინარჩუნებთ. ყველაზე მთავარია, რომ ისინი (პარტნიორები) ჩვენსავით მედგრად დადგნენ. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვუძლებთ და საკუთარ თავში დარწმუნებულები ვართ",- განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics