01:51 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-04 13:08:54, 995 ნახვა

სამართალი
„კანვასის“ დირექტორი გამოკითხვაზე დაიბარეს

"კანვას - საქართველოს" დირექტორი გიორგი მელაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მელაძე ავრცელებს.

როგორც "კანვასის" დირექტორი სოციალურ ქსელში წერს, გამოკითხვა სასამართლოში დღეს, 4 ოქტომბერს გაიმართება.

"მოვიდა უწყება. გამოკითხვა დღეს იქნება სასამართლოში. დრო არ ვიცი. საბჭოთა ნომენკლატურამ სოროში თავი ვეღარ დამალა! ბრძოლა მიღებულია!"- წერს მელაძე "ფეისბუქის" გვერდზე.

მელაძის გამოკითხვაზე დაბარების შესახებ ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

"ჩაბარდა უწყება. დაიკითხება მაგისტრი მოსამართლის წინაშე. დრო განსაზღვრული ჯერ არ არის",- ამბობენ სუს-ში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics