21:17 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-29 16:23:21, 1365 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - „ვაგნერის“ მებრძოლები უკრაინაში საბრძოლველად ბრუნდებიან

„ვაგნერის“ მებრძოლები უკრაინაში საბრძოლველად ბრუნდებიან. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს.

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, „ვაგნერელთა“ ძალები დონეცკის ოლქის გარშემო იქნებიან კონცენტრირებული.

"სავარაუდოდ, [„ვაგნერელები“] რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალების ნაწილებსა და სხვადასხვა დაჯგუფებებში გადაიყვანეს. „ვაგნერელთა“ ძალები დონეცკის ოლქის, ბახმუტის გარშემო იქნებიან კონცენტრირებული.

მათი გამოცდილება, სავარაუდოდ, განსაკუთრებით მოთხოვნადი იქნება ამ სექტორში [ბახმუტთან]. ბევრი მათგანი იცნობს ამჟამინდელ ფრონტის ხაზს და ადგილობრივ უკრაინულ ტაქტიკას. ისინი ["ვაგნერელები"] ზამთარში ამავე ტერიტორიაზე იბრძოდნენ",- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ვაგნერის“ მებრძოლებმა უკრაინა პრიგოჟინის აჯანყებამდე, ივნისის დასაწყისში დატოვეს.

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ლიდერმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყება 24 ივნისს გამოაცხადა, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, აჯანყება შეწყვიტა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics