|
2023-07-15 18:32:17, 1652 ნახვა
ომი უკრაინაში
სამხრეთ კორეა უკრაინის დასახმარებლად 150 მლნ დოლარს გამოყოფს
სამხრეთ კორეა 2023 წელს უკრაინისთვის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების მოცულობას გაზრდის,- ამის შესახებ კიევში ვიზიტით მყოფმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სოკ იოლმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იუნ სოკ იოლის თქმით, მიმდინარე წელს სამხრეთ კორეა უკრაინის დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს. "გასულ წელს ჩვენ უკრაინას მივაწოდეთ ტყვიაგაუმტარი ჟილეტები, ჩაფხუტები და სხვა საჭირო საბრძოლო მასალა. ვიმედოვნებთ, რომ წელს ჩვენი დახმარების დონე გაცილებით მაღალი იქნება. და ჩვენ ვაგრძელებთ ამას. კორეის რესპუბლიკის მთავრობამ გასულ წელს 100 მილიონი დოლარი გამოყო უკრაინის მხარდასაჭერად. წელს ეს მხარდაჭერა 150 მილიონი დოლარი იქნება",- თქვა იუნ სოკ იოლმა. მისივე თქმით, სამხრეთ კორეა ასევე გეგმავს, გაზარდოს დახმარება უკრაინას განათლების სისტემის აღდგენისთვის. ცნობისთვის, სამხრეთ კორეის ლიდერი იუნ სოკ იოლი უკრაინაში დღეს, 15 ივლისს მოულოდნელად ჩავიდა. ქვეყნის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრამდე ის ბუჩასა და ირპენში იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)