2023-06-29 17:46:42, 1473 ნახვა
ომი უკრაინაში
ბუდანოვის განცხადებით, „ვაგნერი“ უკრაინაში აღარ იბრძოლებს
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერი" უკრაინაში აღარ იბრძოლებს.
როგორც ბუდანოვმა Українській правда-სთან ინტერვიუში აღნიშნა, "ვაგნერი" რუსეთის ყველაზე "ეფექტური ჯგუფი" იყო, რომელმაც იცოდა, "თუ როგორ მიეღწია" წარმატებისთვის.
"ჩვენ მივიღეთ რუსეთის ხელმძღვანელობის კომპრომისი. კიდევ ერთხელ განადგურდა მითი რუსული რეჟიმის სიმტკიცეზე. დიდი ზიანი მიადგა რუსეთის სამხედრო და საჰაერო ძალებს. კერძო დაქირავებული კომპანია "ვაგნერი" აღარ მიიღებს უკრაინის ტერიტორიაზე დაპირისპირებაში მონაწილეობას. ეს იყო რუსეთის ფედერაციის ყველაზე ეფექტური ჯგუფი, რომელმაც იცოდა, თუ როგორ მიეღწია წარმატებისთვის, ნებისმიერ ფასად",- ამბობს ბუდანოვი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,