21:31 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-27 14:20:50, 1224 ნახვა

სამართალი
მედიის ინფორმაციით, კასპის მუნიციპალიტეტში კაცი 11 წლის ბიჭს აქეზებდა, რომ 9 წლის ბავშვი ეცემა და მოეკლა - შსს-მ გამოძიება დაიწყო

კასპის მუნიციპალიტეტში კაცი 11 წლის ბიჭს აქეზებდა, რომ 9 წლის ბავშვი ეცემა და მოეკლა. აღნიშნულ ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.

მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აღნიშნული მამაკაცი ბავშვების ჩხუბს მობილური ტელეფონით იღებდა. 

ადგილობრივების თქმით, მოზარდს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. 

უწყებაში ამბობენ, რომ ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics