21:31 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-23 22:09:18, 1145 ნახვა

სამართალი
ბადრი ესებუასთვის სასჯელის გამკაცრების მიზნით პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს მიმართავს

ბადრი ესებუასთვის სასჯელის გამკაცრების მიზნით პროკურატურა სააპელაციოს მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. 

"ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ  ბრალდებაში და სასჯელის ზომად და სახედ  13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პროკურატურა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ცნობისთვის, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სასამართლომ 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics