2023-05-28 17:54:32, 1391 ნახვა
ომი უკრაინაში
ჩერევატი - ბახმუტთან, უკრაინის საპასუხო დარტყმების შედეგად, 80 ოკუპანტი მოკლეს, 99 კი დაშავდა
დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან, რუსული ჯარები აგრძელებენ უკრაინული ძალების პოზიციების დაბომბვას, მაგრამ გასული დღის განმავლობაში, იქ მხოლოდ ერთი სამხედრო შეტაკება მოხდა,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ დაჯგუფების სპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა.
ჩერევატის თქმით, უკრაინის საპასუხო დარტმის შედეგად 80 ოკუპანტი დაიღუპა, 99 კი დაშავდა.
„ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტებმა სხვადასხვა იარაღიდან 250-ჯერ გახსნეს ცეცხლი. ჩვენმა ძალებმაც საპასუხოდ დარტყმები განახორციელეს, შედეგად 80 ოკუპანტი იქნა ლიკვიდირებული, 99 დაშავდა, ერთი რუსი ჯარისკაცი კი ტყვედ აიყვანეს",- ამბობს ჩერევატი.
მისივე ინფორმაციით, განადგურდა სამი თვითმავალი "ჰაუბიცა", ერთი ელექტრონული საბრძოლო სისტემა და ერთი საბრძოლო მასალის საცავი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,