03:16 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-08 09:38:19, 1380 ნახვა

ომი უკრაინაში
პრიგოჟინი - დაგვპირდნენ, რომ „ვაგნერი“ საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალას და იარაღს მიიღებს

დაგვპირდნენ, რომ „ვაგნერი“ საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალას და იარაღს მიიღებს,- ამის შესახებ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა.

მისი თქმით, საბრძოლო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდალი, სერგეი სუროვიკინი თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით მიიღებს.

„გვპირდებიან, რომ მოგვცემენ იმდენ საბრძოლო მასალას და იარაღს, რამდენიც გვჭირდება საომარი მოქმედებების გასაგრძელებლად. გვეუბნებიან, რომ შეგვიძლია ვიმოქმედოთ არტემივსკში (ბახმუტი) როგორც საჭიროდ მივიჩნევთ",- განაცხადა პრიგოჟინმა.

პრიგოჟინის თქმით, ახლა არტემოვსკის ტერიტორიის 95%-ი რუსული ძალების კონტროლის ქვეშაა, დანარჩენი 5%-ი კი არანაირ როლს არ თამაშობს.

ცნობისთვის, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა 4-5 მაისს გამოაქვეყნა ვიდეოები, რომელშიც გამოაცხადა, რომ "ვაგნერის დაჯგუფების" დაქირავებული მემომრები ბახმუტს 10 მაისს დატოვებენ.

ამასთან, 6 მაისს პრიგოჟინმა თქვა, რომ მზადაა, 10 მაისიდან მისმა მებრძოლებმა თავიანთი პოზიციები ჩეჩნურ სპეცდანიშნულების რაზმს "ახმატს" გადასცენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics