|
2023-04-23 16:13:20, 3477 ნახვა
Lifestyle
კიმ კარდაშიანი American Horror Story-ში ითამაშებს
კიმ კარდაშიანი საქმიანობათა სიას მსახიობობას ამატებს. ცნობილი გახდა, რომ კარდაშიანი მე-12 სეზონიდან ცნობილ სერიალს – American Horror Story-ს შეუერთდება. როგორც The Hollywood Reporter წერს, როლი, რომელსაც ის შეასრულებს, სპეციალურად მისთვის დაიწერა. „კიმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და კაშკაშა სატელევიზიო ვარსკვლავია და ძალიან გვიხარია, რომ იგი ჩვენს ოჯახს შემოუერთდა” – აღნიშნავს სერიალის შემქმნელი რაიან მერფი. „ემა რობერტსი და მე აღფრთოვანებული ვართ მასთან თანამშრომლობით. Ჰოლი ფაიფერმა ძალიან სახალისო, მოდური და უკიდურესად საშიში როლი დაწერა სპეციალურად კიმისთვის. ეს სეზონი ყველაზე ამბიციური სეზონი იქნება მათ შორის, რაც კი აქამდე შეგვიქმნია.” ახალი სეზონის გადაღებები ნიუ-იორკში აპრილის მეორე ნახევრიდან დაიწყება. პრემიერა კი ზაფხულში შედგება. კიმ კარდაშიანს მონაწილეობა აქვს მიღებული შოუებში How I Met Your Mother, 2 Broke Girls და Paw Patrol, თუმცა American Horror Story დღემდე მისი ყველაზე დიდი როლი იქნება.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)