12:57 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 20:39:52, 1401 ნახვა

ომი უკრაინაში
კულება - EU-ს უუნარობა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის შესახებ იმედგაცრუებას იწვევს

ევროკავშირის უუნარობა განახორციელოს საკუთარი გადაწყვეტილება უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის შესახებ იმედგაცრუებას იწვევს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინისთვის უმოქმედობის ღირებულება ადამიანების სიცოცხლეში იზომება.

„ეს არის ტესტი იმისა, აქვს თუ არა ევროკავშირს სტრატეგიული ავტონომია უსაფრთხოების სფეროში ახალი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას. უკრაინისთვის უმოქმედობის ღირებულება ადამიანების სიცოცხლეში იზომება“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

შეგახსენებთ, Politico-ს ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესყიდვის გეგმის ერთ-ერთ პუნქტში პროგრესს ვერ მიაღწიეს, კერძოდ დავა ეხება საკითხს, თუ ვისთან გაფორმდება საბრძლო მასალის წარმოების კონტრაქტები.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics