|
2023-04-20 15:50:16, 1291 ნახვა
ეკონომიკა
შამუგია - გრძელდება სახელმწიფოს აქტიური ფინანსური მხარდაჭერა იმისთვის, რომ დაცული ტერიტორიები სრულად მომზადებული დახვდეს ვიზიტორებს
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მუდმივად ხორციელდება ეკოტურისტული და ინფრასტრუქტურული პროექტები. 2022 წელს, წალკის კანიონზე უნიკალური ეკოტურისტული კომპლექსი გაიხსნა. კანიონმა, გახსნის დღიდან, დიდი ინტერესი და პოპულარობა მოიპოვა და საერთაშორისო ყურადღების ქვეშ მოექცა,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის განცხადებით, 2022 წლის მონაცემებით, ვიზიტორთა რაოდენობა, 2021 წელთან შედარებით 53 %-ით (902 010 ვიზიტორი) არის გაზრდილი. "აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს, 15 დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს 1 200 კმ-მდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკების და თანმდევი ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოსაწყობი სამუშაოები, ასევე სრულდება 3D განათების მოწყობის სამუშაოები მარტვილის კანიონის და ოკაცეს (კინჩხის) ჩანჩქერის ტერიტორიებზე, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის აღნიშნულ ადგილებს ვიზიტორებისთვის",- განაცხადა შამუგიამ. მისივე თქმით, 2023 წელს, 22.5 მლნ. ლარის ფინანსური რესურსი მოხმარდება სხვადასხვა დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას და რეაბილიტაციას, საიდანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯუთა-როშკა-ომალოს დამაკავშირებელი პროექტი. მიმდინარეობს არსებული ინფრასტრუქტურების რეაბილიტაციის სამუშაოები პრომეთეს, სათაფლიას, მარტვილის კანიონის, ოკაცეს კანიონის, ბორჯომ-ხარაგაულის, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)