|
2023-04-11 20:01:22, 1447 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, კატერინა მატერნოვას შეხვდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფორმატში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, კატერინა მატერნოვას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საკითხებს, ასევე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისთვის ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემული 12 პირობის შესრულებასა და ამ კონტექსტში რეფორმების გატარების კუთხით არსებულ ვითარებას. ფინანსთა მინისტრმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების, ასევე, საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესის შესახებ. ლაშა ხუციშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს სხვადასხვა სექტორში ევროკავშირის მიერ გაწეულ მხარდაჭერას და იმედი გამოთქვა, რომ ეს პარტნიორობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ენერგეტიკული კავშირების გაძლიერების და ამ კუთხით, შავი ზღვის ელექტრო წყალქვეშა კაბელის მშენებლობის მნიშვნელობაზე. შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები: გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე, მირზა გელაშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მესტვირიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)