20:52 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-20 23:35:55, 1583 ნახვა

კომენტარი
გრეგოროვა - არ მესმის, როგორ შეიძლება საქართველოში იყოს ადამიანი, რომელსაც რუსეთთან დაახლოება სურს

მე არ მესმის, როგორ შეიძლება საქართველოში იყოს ადამიანი, რომელსაც სურს რუსეთთან დაახლოება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა არის კარგი შესაძლებლობა, იმისა, რომ მოხდეს გარკვევა თუ რა კურსით სურს ქვეყანას სვლის გაგრძელება, იქნება ეს პრორუსული, იმის ფონზე, რომ ქვეყნის 20% რუსეთის მხრიდან არის ოკუპირებული, თუ სვლა იქნება პროევროპული, რომელიც მიმართულია განვითარებისკენ.

"ვთვლი, რომ ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი დრო საქართველოსთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ მოხდეს დემონსტრირება იმისა, თუ რა მიმართულება სურთ. იქნება ეს უფრო პრორუსული თუ უფრო მეტად პროევროპული. მე სურვილი მაქვს, ეს იყოს უფრო პროევროპული, მაგრამ უცხოელი აგენტების კანონით ჩვენ ვიხილეთ, რომ არსებობს ხალხი, რომელთაც სურთ რუსული მიმართულებით მოძრაობა. მე არ მესმის, როგორ შეიძლება საქართველოში იყოს ადამიანი, რომელსაც სურს რუსეთთან დაახლოება, როდესაც რუსეთი ოკუპაციას ახდენს საქართველოს ტერიტორიებისა. ეს გახლავთ უწყვეტი პრობლემა და იმედი მაქვს, რომ პროევროპული გზა და პოზიცია გაიმარჯვებს საქართველოში", - განაცხადა გრეგოროვამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics