|
2023-03-19 16:20:10, 1887 ნახვა
სამხედრო
პირადი დაცვის მომზადების მეოთხე კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა
თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა პირად მცველთა საწყისი პროფესიული მომზადების კურსი დაასრულეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რეინჯერისა და სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებიდან შერჩეულ პირად შემადგენლობას რთული და მნიშვნელოვანი კურსის წარმატებით დასრულება სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მან ინსტრუქტორებს კურსის უსაფრთხოდ და მაღალ დონეზე ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა. უწყების ინფორმაციით, სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა პირადი დაცვის ამოცანების სათანადოდ შესასრულებლად, ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება გაიარეს. აღნიშნულ სწავლებაში გაძლიერებული იყო სამხედრო მხარდამჭერი ელემენტები, მათ შორის საჰაერო მხარდაჭერისა და ფეთქებადი საბრძოლო მასალების გაუვნებელყოფის (EOD) ჯგუფები. „კულმინაციურ ფაზაში პირადი შემადგენლობის მიერ განხორციელებული საჩვენებელი სწავლება მიზნად ისახავდა მნიშვნელოვანი ობიექტის დაცვის უზრუნველყოფას. სამხედრო მოსამსახურეებმა საჩვენებელ სწავლებაში შვეულმფრენები და ქართული წარმოების ჯავშანმანქანა „დიდგორი“ გამოიყენეს. ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები და სპეციალურად დამზადებული სამკერდე ნიშნები გადაეცათ. საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის ძალებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ. პირად მცველთა მომზადების კურსი მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელი ცენტრის ორგანიზებით მეოთხედ გაიმართა“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)