2023-03-19 15:45:41, 1449 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ 400-ზე მეტი ადამიანი და კომპანია დაასანქცირა - სიაში ირანელი და სირიელი პირებიც მოხვდნენ
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ 400-ზე მეტ ადამიანსა და კომპანიას სანქციები დაუწესა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დასანქცირებულთა უმრავლესობა რუსია, თუმცა სიაში ასევე მოხვდნენ ირანელი და სირიელი პირები, რომლებიც აგრესიას უჭერენ მხარს და რუსეთს დახმარებას უწევენ.
როგორც ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, სანქციები რუსეთზე გლობალური ზეწოლის ნაწილია.
„ეროვნული უშიშროების საბჭოს ახალი სანქციებია. 400-ზე მეტი ადამიანი და კომპანიაა. მათი უმრავლესობა რუსია. ეს არის ტერორისტული სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები, ასევე ესენი არიან ირანელი და სირიელი პირები, რომლებიც ეხმარებიან ტერორს... ისინი მოქმედებენ ჩვენი ხალხისა და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ და საბოლოოდ, ყველაფერზე პასუხს აგებენ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,