2023-03-17 16:28:33, 1330 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ავდიევკაში საცხოვრებელი კორპუსი KH-59-ის რაკეტებით დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის რეგიონის ქალაქ ავდიევკაში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი ბარაბაში ავრცელებს.
მისივე თქმით, დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ცნობები ამ დრომდე არ ვრცელდება.
"რუსებმა ავდიევკაში საცხოვრებელი კორპუსი კიდევ ერთხელ დაბომბეს.
პუტინის შ@კალებმა KH-59-ის რაკეტით დაარტყეს მაღალსართულიან კორპუსს, სადაც ჯერ კიდევ ხალხი ცხოვრობდა...
ფოტოში - დაბომბვის შედეგები ჩანს. დაზარალებულთა შესახებ ინფორმაციას ვიგებთ.
ამ ომის დამნაშავეებს გამართლება არ აქვს. ყველა მათგანი აუცილებლად მიიღებს სამართლიან სასჯელს. ყოველივე ამის შემდეგ, თითოეული დაბომბვისა და ყოველი ასეთი დანაშაულის უკან არის კონკრეტული სახელები",- წერს ვიტალი ბარაბაში Telegram-ზე.

ავტორი: ექსპრესნიუსი,