|
2023-02-15 11:14:00, 1699 ნახვა
ეკონომიკა
საქართველომ Inter Rao-სთან საარბიტრაჟო დავა წააგო - ქვეყანამ რუსეთს $76 მილიონი უნდა გადაუხადოს
საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტ Inter Rao-სთან საარბიტრაჟო დავა წააგო. ქვეყანას $76 მილიონის გადახდა დაეკისრა. საქართველოსა და Inter Rao-სთან ექვსწლიანი დავა მსოფლიო ბანკთან არსებულ საერთაშორისო საინვესტიციო დავების მოგვარების ცენტრში (ICSID) მიმდინარეობდა. დავის განაჩენი, რომელიც 2021 წელს გახდა ცნობილი, იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა. საქართველომ ასევე წააგო სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალში მიმდინარე კიდევ ერთი დავა Inter Rao-სთან, რომლის ფარგლებშიც ქვეყანას $112 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. ცნობისთვის, საქართველოს წინააღმდეგ Inter Rao-მ სარჩელი 2017 წელს შეიტანა. კომპანია ქვეყნისგან მოითხოვდა იმ ზარალის ანაზღაურებას, რაც მას ლარის გაუფასურებით მიადგა. Inter Rao საქართველოსგან $125 მილიონს ითხოვდა. კომპანია დავობდა, რომ საქართველოში მისი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფში უნდა ასახულიყო ვალუტის გაუფასურებით მიყენებული ზარალიც. თუმცა, საქართველოს სატარიფო მეთოდოლოგია მსგავს ჩანაწერს არ ითვალისწინებს, რის გამოც შესაბამისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. Inter Rao ფლობს თბილისის ენერგომომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანია “თელასის” აქციათა 75%-ს. ამას გარდა, ეკუთვნის საქართველოში არსებული ორი ჰიდროელექტროსადგური, "ხრამჰესი 1" და "ხრამჰესი 2".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)