22:44 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-14 09:07:29, 1633 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინას აქვს ევროპელი ლიდერების მხარდაჭერა, რომ წელს EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს

გვახსოვდეს - უკრაინის ყოველი ახალი მიღწევა ნიშნავს, უფრო ცოტა დროს გამარჯვებამდე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის სახელმწიფოს ლიდერმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში საერთაშორისო დახმარებასა და მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს ევროპული ინსტიტუტებისა და ევროპელი ლიდერების მკაფიო მხარდაჭერა, რომ მიმდინარე წელს, ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.

"ბრიუსელში ვიზიტი უპრეცედენტო იყო ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობის ისტორიისთვის. პირველად იყო უკრაინის მიმართ ასეთი ყურადღება, პირველად იყო შეხვედრა ყველა ევროპელ ლიდერთან და საუბრების სერია. თითოეულ ლიდერთან განვიხილეთ მხოლოდ ის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობებისა და მთლიანად ევროპული საზოგადოებისთვის.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს ევროპული ინსტიტუტებისა და ევროპელი ლიდერების მხარდაჭერა ჩვენი მიზნის მიმართ, მოვემზადოთ და უკვე მიმდინარე წელს დავიწყოთ მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ახლა, როგორც არასდროს, იგრძნობა, რომ უკრაინის ევროპული მიზნები რეალობად იქცევა, როდესაც, როგორც იქნა, რეალური მიღწევები გაცილებით მეტია, ვიდრე პოლიტიკური დეკლარაციები. ათწლეულების განმავლობაში უკრაინა და ევროკავშირი მიდიოდნენ ამისკენ", - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics