16:20 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-30 17:26:18, 1575 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - ოლიმპიური კომიტეტი აკვირდება, როგორ ანადგურებს რუსეთი უკრაინას და შემდგომ გენოციდისთვის პლატფორმას სთავაზობს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი არის ომის, მკვლელობისა და განადგურების ხელშემწყობი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოლიმპიური კომიტეტი სიამოვნებით უყურებს, როგორ ანადგურებს რუსეთი უკრაინას და შემდეგ სთავაზობს რუსეთს გენოციდის ხელშეწყობის პლატფორმას.

"ოლიმპიური კომიტეტი სიამოვნებით უყურებს, როგორ ანადგურებს რუსეთი უკრაინას და შემდეგ სთავაზობს რუსეთს გენოციდის ხელშეწყობის პლატფორმას.

აშკარაა, რომ რუსული ფული, რომელიც ყიდულობს ოლიმპიურ ფარისევლობას, უკრაინის სისხლის სუნი არ ასდის", - განაცხადა პოდოლიაკმა.

შეგახსენებთ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) 25 იანვარს მოუწოდა სპორტულ ფედერაციებს, დაუშვან რუსი და ბელორუსი სპორტსმენებს ნეიტრალურ სტატუსში ასპარეზობა, რამდენიმე პირობის გათვალისწინებით, მათ შორის იმ პირობით, რომ ისინი არ უჭერენ მხარს ომს.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა სპორტულ კომიტეტს, რომ არ დაუშვან რუსი სპორტსმენები 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არსებობს ნეიტრალიტეტი, როცა ასეთი ომია და რომ, რუსი სპორტსმენების ნებისმიერი ნეიტრალური დროშა სისხლით არის შეღებილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics