19:21 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-23 19:52:14, 1710 ნახვა

ომი უკრაინაში
ევროკავშირმა უკრაინისთვის დამატებით 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა 23 იანვარს, უკრაინისთვის დამატებით 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ეს არის მეშვიდე ტრანში, რომელიციც ევროკავშირმა უკრაინის დასახმარებლად შეიმუშავა. ევროკავშირის 27 საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში ერთმანეთს მას შემდეგ შეხვდა, რაც დასავლეთის ქვეყნებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, უკრაინაში საბრძოლო ტანკების გაგზავნის საკითხზე.

500 მილიონიან დახმარების პაკეტთან ერთად, ასევე დამატებით 45 მილიონიანი დახმარების პაკეტი გამოიცა „არალეტალური აღჭურვილობისთვის“, უკრაინაში ევროკავშირის სამხედრო სასწავლო მისიისთვის.

ამასთან ერთად წყარომ განაცხადა, რომ გერმანიის "ლეოპარდის" ტიპის ტანკები, საუკეთესო დახმარებაა უკრაინისთვის და ბერლინი კიდევ დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, იქამდე სანამ, უკრაინას ტანკებს არ გადასცემს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics