19:21 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-23 14:24:47, 1568 ნახვა

ომი უკრაინაში
ესტონეთი უკრაინას 155 მმ-იან ჰაუბიცებს გადასცემს

ესტონეთი უკრაინას თავის ყველა 155 მმ-იან ჰაუბიცას გადასცემს. ამის შესახებ უკრაინაში ესტონეთის ელჩმა, კაიმო კუუსკმა განაცხადა.

ელჩის თქმით, ჰაუბიცების გადაცემა გასულ კვირას გამოცხადებული რეკორდული სამხედრო დახმარების  პაკეტის ფარგლებში მოხდება.

"ჩვენ ყველა ჩვენს 155 მმ-იან ჰაუბიცას ვაძლევთ უკრაინას და გვინდა ამ გზით შევქმნათ პრეცედენტი, რათა სხვა ქვეყნებს არ ჰქონდეთ მიზეზი, თუ რატომ არ შეუძლიათ უკრაინას მიაწოდონ საჭირო იარაღი ომის მოსაგებად", - თქვა ესტონეთის ელჩმა.

ელჩის განცხადებით, დახმარების პაკეტში შევა ისეთი იარაღი, როგორიცა 155 მმ-იანი კალიბრის ათასობით საარტილერიო ჭურვი, ასობით ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, საარტილერიო დანაყოფების დამხმარე საშუალებები და ა.შ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics