20:56 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-20 16:53:35, 1407 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსებმა კრამატორსკი დაბომბეს - დაღუპულია ერთი ადამიანი

რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზე სარაკეტო იერიში მიიტანა. უკრაინული მედია დონეცკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პაველ კირილენკოზე დაყრდნობით იუწყება, რომ ერთ-ერთი რაკეტა საბავშვო ბაღის სიახლოვეს ჩამოვარდა.

კირილენკოს განცხადებით, დაღუპულია ერთი ადამიანი.

კრამატორსკის მერის, ალექსანდრე გონჩარენკოს თქმით, რუსებმა ქალაქის მიმართულებით 3 რაკეტა ისროლეს, რის შედეგადაც დაზიანდა 8 საცხოვრებელი კორპუსი, 6 კერძო სახლი, 2 სამედიცინო დაწესებულება, სკოლა და საბავშვო ბაღი.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი მუშაობს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics