22:29 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-17 22:05:26, 1746 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთში უკანონოდ დეპორტირებული თითქმის 14 ათასი ბავშვიდან, ჯერ-ჯერობით უკრაინაში მხოლოდ 125 დააბრუნეს

ჩვენ მოვახერხეთ რუსეთის არმიის მიერ გატაცებული და დეპორტირებული სულ მცირე 13 899 ბავშვის მონაცემების იდენტიფიცირება და გადამოწმება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ბავშვთა უფლებებისა და ბავშვთა რეაბილიტაციის საკითხებში, დარია გერასიმჩუკმა განაცხადა.

მისივე თქმით, თითქმის 14 ათასი ბავშვიდან, სამწუხაროდ, მხოლოდ 125 ბავშვის დაბრუნება შეძლეს უკრაინაში. მან დასძინა, რომ სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან რუსმა ჯარებმა უკრაინაში 456 ბავშვი მოკლეს.

"ჩვენ მოვახერხეთ რუსეთის არმიის მიერ გატაცებული და დეპორტირებული სულ მცირე 13 899 ბავშვის მონაცემების იდენტიფიცირება და გადამოწმება და სამწუხაროდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ 125 ბავშვი დაბრუნდა სახლში. როგორც ჩანს, ეს ძალიან ცოტაა, მაგრამ ყოველი ერთეულის უკან უკრაინელი ბავშვის, ასეთი მნიშვნელოვანი ბავშვის ბედი დგას", - განაცხადა გერასიმჩუკმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics