22:30 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-17 19:47:10, 1742 ნახვა

ომი უკრაინაში
დნეპრში რუსულმა რაკეტამ 45 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვი იმსხვერპლა

დნეპრში საცხოვრებელ კორპუსზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა, მათ შორის ექვსი ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.

რეზნიჩენკომ გამოაქვეყნა ყვავილებისა და სათამაშოების ფოტოები, რომლებიც ადგილობრივმა მოსახლეობამ, მაშველებმა, მოხალისეებმა და ხელისუფლებამ გარდაცვალების ადგილზე მიიტანეს.

განცხადების მიხედვით, 20-მდე ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

"განახლებული ინფორმაციის თანახმად, რუსულმა რაკეტამ 45 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის ექვსი ბავშვი“, - განაცხადა რეზნიჩენკომ.

შეგახსენებთ, რუსული რაკეტა 14 იანვარს დნეპროში საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა, რის შედეგადაც მაღლივი კორპუსის შესასვლელი მთლიანად ჩამოინგრა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics