22:29 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-17 18:06:08, 1585 ნახვა

ომი უკრაინაში
დონეცკის ოლქის პოლიცია - რეგიონში 36 დარტყმა დაფიქსირდა, რუსების სამიზნე სახლები, ქარხანა, სკოლა და საავადმყოფო იყო

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის 13 დასახლებული უბანი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას Ukrinform ავრცელებს.

დონეცკის ოლქის პოლიციის საკომუნიკაციო დეპარტამენტის განცხადებით, დაბომბვის შედეგად დონეცკის რეგიონში 36 დარტყმა დაფიქსირდა, რუსების სამიზნე სახლები, ქარხანა, სკოლა და საავადმყოფო იყო.

აღნიშნულია, რომ მტერმა ჭურვები ესროლა ქალაქებს ავდიივკას, ბახმუტს, კრამატორსკს, ჩასივ იარს, ქალაქ ველიკა ნოვოსილკას, კომიშივკას, სოფლებს ბერდიჩის, კრასნოჰორივკას, ვესელეს, იაგიდნეს, ვრემივკას, კარლივკას, სევერნეს. დამპყრობლები ისროდნენ სარაკეტო სისტემებიდან, გრადის საზენიტო იარაღიდან, არტილერიიდან და ტანკებიდან.

„რუსების სამიზნე სახლები, ქარხანა, სკოლა და საავადმყოფო იყო - პოლიციამ დააფიქსირა 36 დარტყმა დონეცკის რეგიონში. დღის განმავლობაში ცეცხლის ქვეშ 13 დასახლება მოექცა. რუსულმა არმიამ მოკლა და დაჭრა მშვიდობიანი მოქალაქეები“, - ნათქვამია ანგარიშში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics