02:05 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-14 16:01:32, 1591 ნახვა

ომი უკრაინაში
დიდი ბრიტანეთი უკრაინას Challenger 2 ტანკებს და დამატებით საარტილერიო სისტემებს გადასცემს

დიდმა ბრიტანეთმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინას Challenger 2 ტანკებს და დამატებით საარტილერიო სისტემებს გადასცემს. 

შესაბამისი გადაწყვეტილება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას აცნობა.

სუნაკმა და ზელენსკიმ ასევე განიხილეს სხვა პარტნიორების გადაწყვეტილებები სამხედრო დახმარების შესახებ.

„პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის და გაერთიანებული სამეფოს მთელი მთავრობა ინტენსიურად იმუშავებენ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა სწრაფად უზრუნველყონ მხარდაჭერა, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინას გამოიყენოს თავისი უპირატესობა, მოიგოს ეს ომი და უზრუნველყოს ხანგრძლივი მშვიდობა“, - აცხადებენ ბრიტანეთის მთავრობაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics