02:04 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-14 13:40:26, 1577 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს - ქალაქში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. 

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დამპყრობლების სამიზნე ინფრასტრუქტურული ობიექტი იყო. 

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ქალაქის გოლოსეევსკის რაიონში რაკეტის ფრაგმენტები არასაცხოვრებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, ინფრასტრუქტურის ობიექტზე დარტყმა მოხდა. დაფიქსირდა ელექტროენერგიის გათიშვა.

მანამდე, 14 იანვარს, აფეთქებები დაფიქსირდა კიევში, ხარკოვში, მიკოლაევსა და ზაპოროჟიეს რაიონებში. ოჩაკოვსა და კიევის რეგიონში ხანძარი გაჩნდა ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე; გარდა ამისა, კიევის რეგიონში 18 კერძო სახლი დაზიანდა. ხარკოვის მერმა დაადასტურა ქალაქის დაბომბვა; ჩერკასის რეგიონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დღის განმავლობაში შესაძლებელია ახალი სარაკეტო დარტყმები.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics