07:20 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-06 15:17:49, 1690 ნახვა

ომი უკრაინაში
ვერეშჩუკი - რუსები საშობაოდ ოკუპირებული ტერიტორიების ეკლესიებში ტერორისტულ თავდასხმებს ამზადებენ

არსებობს ინფორმაცია, რომ საშობაოდ რუსები ამზადებენ ტერორისტულ თავდასხმებს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ეკლესიებში, - ამის შესახებ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა. 

მინისტრმა უკრაინის მოქალაქეებს მოუწოდა, გამოიჩინონ სიფრთხილე და შეძლებისდაგვარად, თავი შეიკავონ ხალხმრავალი ადგილების მონახულებისგან. 

"არსებობს ინფორმაცია, რომ საშობაოდ რუსები ამზადებენ ტერორისტულ თავდასხმებს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ეკლესიებში. იზრუნეთ საკუთარ თავზე და თქვენს ახლობლებზე. დაელოდეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს", - განაცხადა ვერეშჩუკმა.

ცნობისთვის, 5 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს  საშობაო პერიოდისთვის  „ცეცხლის შეწყვეტის“ დაწესება დაავალა.

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა, პუტინის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ „დროებითი ზავი“ შეიძლება დაიწყოს, როდესაც რუსი აგრესორი  დატოვებს უკრაინის ტერიტორიას . 

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინა  რუსეთთან არანაირ მოლაპარაკებას არ  გამართავს ე.წ. საშობაო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ვლადიმერ პუტინი იყენებს ე.წ „ზავს“, რათა დროებით მაინც შეაჩეროს უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა აღმოსავლეთში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics