|
2022-12-30 14:21:11, 1994 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ძალების მეთაური დასავლეთის სარდლობის დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო ბაზებზე 2022 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა დასავლეთის სარდლობის სამხედრო ბაზები მოინახულა და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. თავდაცვის ძალების მეთაურმა ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის დისლოკაციის ადგილი, სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთის ბატალიონი, მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზა და მე-6 საარტილერიო ბრიგადა მოინახულა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მეთაურებისგან მიმდინარე წლის ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ შემაჯამებელი ანგარიში და 2023 წლის გეგმები მოისმინა. თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა ყაზარმებს, სპორტულ დარბაზებს, ავტოპარკს და სასადილოებს. დასრულდა ბაზებზე არსებული შენობების, სასაწყობე და დამხმარე ნაგებობების სრული რეაბილიტაცია, სველი წერტილების რემონტი, შემოღობვისა და გარე განათების აღდგენა, შიდა გზების მოწესრიგება. სამხედრო ბაზები თავდაცვის ძალების მეთაურმა, მის მოადგილესთან გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ჯონი ტატუნაშვილთან,ა დასავლეთის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიასთან და ლოჯისტიკის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კახა ტაბატაძესათან ერთად მოინახულა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)