17:00 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-12 11:04:57, 1914 ნახვა

ომი უკრაინაში
გაიდაის განცხადებით, უკრაინის მიერ ვაგნერის შტაბ-ბინაზე იერიშის შედეგად, რუსეთმა „მნიშვნელოვანი დანაკარგი“ განიცადა

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ოკუპირებულ ლუგანსკში, რუსული დაქირავებული ჯგუფის - ვაგნერის შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანეს. გაიდაის თქმით, კადიივკაში, სასტუმროზე განხორციელებული თავდასხმის დროს, რუსეთმა "მნიშვნელოვანი დანაკარგები" განიცადა.

რაც შეეხება გადარჩენილებს, როგორც გუბერნატორი ამბობს, გადარჩენილების 50% სამედიცინო დახმარების არარსებობის გამო კიდევ დაიღუპება.

ვაგნერი კერძო სამხედრო კომპანიაა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო თანამოაზრემ, ევგენი პრიგოჟინმა დააარსა. ვაგნერის ქვედანაყოფები, რომლებიც ომის დანაშაულებსა და ადამიანის უფლებების დარღვევაში არაერთხელ დაადანაშაულეს, ადრე განლაგებული იყო ყირიმში, სირიაში, ლიბიაში, მალისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics