00:15 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-25 16:41:36, 1440 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - 274 დღე გავიდა და აშკარაა, რომ რუსეთის ანტიევროპული აგრესია მარცხდება

წელს, უკრაინაში ფრონტის ხაზი საკუთარი თავისთვის ევროპის ბრძოლის ხაზად იქცა. 274 დღე გავიდა და აშკარაა, რომ რუსეთის ანტიევროპული აგრესია მარცხდება, ევროპული თავისუფლება კი, გარანტირებული იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსეთის ფედერაცია კვლავ ტერორის სხვადასხვა ფორმებს მიმართავს.

"რუსეთს ჯერ კიდევ აქვს საკმარისი რაკეტები და არტილერია, რომ ყოველდღე ხალხი დახოცოს და ახალი სირთულეების პროვოცირება მოახდინოს უკრაინისა და მთელი ევროპისთვის. არ არსებობს უკრაინა ევროპისგან ცალკე ისევე, როგორც არ არსებობს პოლონეთი ან ლიეტუვა, რუმინეთი, ლატვია, გერმანია, საფრანგეთი ევროპისგან ცალკე. ეს ჩვენი კონტინენტია. ეს არის ჩვენი ცხოვრება და ეს არის ჩვენი გზა, რომლის გაგრძელებაც შეგვიძლია", - ამბობს ზელენსკი.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს, დილის საათებში დაიწყო. მას შემდეგ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქზე მასიური სარაკეტო იერიშები ხორციელდება, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იბომბება. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 86 150-მდე ჯარისკაცი დაკარგა. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების სრულ აღრიცხვას არ აკეთებს თავად რუსეთი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics