2022-11-22 10:29:59, 1241 ნახვა
ომი უკრაინაში
ბოლო 24 საათში, რუსეთმა უკრაინაზე 9 საჰაერო და 7 სარაკეტო დარტყმა განახორციელა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე 9 საჰაერო და 7 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.
გენშტაბის ცნობით, გარდა ამისა, რუსეთმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 50-ზე მეტი რაკეტი გაისროლა.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში, მტერმა განახორციელა 9 საჰაერო და 7 სარაკეტო დარტყმა, ასევე 50-ზე მეტი თავდასხმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტები ზაპოროჟიეს ოლქის კამიშევახისა და ნოვოტროიცკოეის დასახლებებში", - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.
გენერალური შტაბი ასევე აღნიშნავს, რომ ბელარუსი აგრძელებს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის მხარდაჭერას უკრაინის წინააღმდეგ - უზრუნველყოფს მას ინფრასტრუქტურით, ტერიტორიითა და საჰაერო სივრცით.
ავტორი: ექსპრესნიუსი,