2022-11-21 09:05:26, 1432 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე 700-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს
რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ხარკოვის, დონეცკისა და ხერსონის ოლქების ტერიტორიებზე 700-ზე მეტი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორი, ანდრეი კოსტინი ავრცელებს.
კოსტინის თქმით, დაღუპულთა 90%-ზე მეტი უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეა.
"ჩვენ გვესმის, რომ რეალური მაჩვენებელი გაცილებით დიდია, რადგან ჯერჯერობით ზოგიერთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე წვდომა არ გვაქვს", - განაცხადა კოსტინმა.
კოსტინის თქმითვე, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის პროკურატურამ 45 000-ზე მეტი სავარაუდო ომის დანაშაული დაადგინა. ამასთან, ომის სავარაუდო დანაშაულებში 216 რუსი სამხედროა ეჭვმიტანილი. მათგან 17 სამხედრო ტყვეა, დანარჩენს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.
სასამართლო 60 პირის საქმეს განიხილავს, მათგან 12 კი უკვე გაასამართლეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,