2022-11-15 17:17:53, 1630 ნახვა
ომი უკრაინაში
CNN - აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთმა ხერსონიდან უკან დახევის გამოცხადება შუალედური არჩევნებისთვის გადადო
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთმა ხერსონიდან უკან დახევის გამოცხადება შუალედური არჩევნებისთვის გადადო. - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მათივე თქმით, რუსეთის მაღალჩინოსნებმა განიხილეს აშშ-ის შუალედური არჩევნები, როგორც ფაქტორი, გაყვანის შესახებ განცხადების განხილვისას.
"რუსეთს რამდენიმე სხვა ოპერატიული ვარიანტი ჰქონდა და კვირების განმავლობაში ემზადებოდა უკან დასახევად, რის გამოც აშშ-ის ოფიციალურ პირებს აინტერესებდათ, როდის აღიარებდნენ რუსები ოფიციალურად გაყვანას". - ნათქვამიაბგანცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონში შევიდნენ, კადრები შუმენსკის რაიონიდან გავრცელდა, ასევე უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუს სამხედროებს მიმართავს და ხერსონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით წერს, რომ ხერსონი უკრაინის კონტროლს უბრუნდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,