|
2015-02-06 12:00:43, 581 ნახვა
პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჩაკ ჰეიგელს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს ჩაკ ჰეიგელს შეხვდა. შეხვედრა ალიანის შტაბ-ბინაში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე კოლეგებმა აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამერიკულ მხარეს საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და გამოხატა მზადყოფნა აქტიურად გააგრძელოს ტრანსფორმაციის პროცესის მხარდაჭერა. აღინიშნა პრეზიდენტ ობამას ევროპის მხარდაჭერის ინიციატივის ფარგლებში საქართველოსთვის დაგეგმილი დახმარების მნიშვნელობა. განხილვის ერთ-ერთი თემა რეგიონალური უსაფრთხოება და არსებული გამოწვევები იყო. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზეც. თავდაცვის მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა ქართველი სამხედროების მიერ მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილი. გარდა ამისა, საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებას და აშშ-ის როლს პაკეტით განსაზღვრული კომპონენტების განხორციელების პროცესში.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)