13:10 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-20 22:15:11, 1829 ნახვა

ომი უკრაინაში
არესტოვიჩი - უკრაინა წყლის, სინათლისა და სითბოს გარეშე შეიძლება, თვეების განმავლობაში დარჩეს

უკრაინა წყლის, სინათლისა და სითბოს გარეშე შეიძლება, თვეების განმავლობაში დარჩეს. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვამ შესაძლოა, ძირითადი კომუნიკაციების მოშლა გამოიწვიოს.

„სიტუაცია მარტივი არ არის. ჩვენი თბოელექტროსადგურების და ენერგოწარმოების ობიექტების 30 პროცენტი დაზიანდა. იქ აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ეს არ არის ადვილი, ეს რთული საქმეა, ორ დღეში ვერ გამოასწორებ. შეიძლება, აღმოვჩნდეთ ისეთი სიტუაციის წინაშე, როდესაც კვირების ან თუნდაც თვეების განმავლობაში ვისხდებით წყლის გარეშე, სინათლისა და სითბოს გარეშე, ან დიდი შეზღუდვებით. ეს პრობლემაა. მაგრამ ჩვენ დავჯდებით წყლის გარეშე, სინათლისა და სითბოს გარეშე. ჩვენ ვიცით როგორ გავუმკლავდეთ და გადავრჩეთ“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 10 და 11 ოქტომბერს რუსეთის ჯარებმა მასიურად შეუტიეს უკრაინას . თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევიც. კერძოდ, ორი დარტყმა იყო შევჩენკოს რეგიონშიც . დაბომბვის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics