20:22 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-18 16:47:54, 1620 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გორში საკალმახე მეურნეობა გაფართოვდა

„საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, განაგრძობს პროექტების განხორციელების ხელშეწყობას, განსაკუთრებით რეგიონებში. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, გორის რაიონის სოფელ ორთაშენში, საკალმახე მეურნეობა გაფართოვდა. პროექტის ჯამური ღირებულება 1 000 000 ლარია, ბანკის ინვესტიცია კი 250 000 ლარს შეადგენს, რაც საკალმახე ავზების მოწყობას მოხმარდა.

„ჩვენი მეურნეობა 2 ჰა-ზეა გაშენებული და „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით საკალმახე ავზების მოწყობა შევძელით, სადაც კალმახთან ერთად ზუთხი და ლოქო გვყავს მოშენებული. ასევე, ვაწარმოებთ ხიზილალასაც. ჩვენი ავზის თევზები სპეციალური საკვებით იკვებებიან. ყოველწლიურად 400 000 ცალი თევზის რეალიზაციას ვახდენთ, როგორც ადგილობრივ, ისე თბილისის მაღაზიებში. ასევე, ვაბარებთ ნახევარფაბრიკატების საწარმოებში. სამომავლოდ ვგეგმავთ თევზის საწარმოსა და რესტორნის აშენებას“, - განაცხადა მცირე მეწარმემ, მერაბ ტატუნაშვილმა.

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ კიდევ ერთ მეწარმეს, რომელიც გორში საკალმახე მეურნეობას აფართოებს. ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ აგრომიმართულების მხარდაჭერას, რადგან მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და რეგიონის ეკონომიკის განვითარებისთვის. ბანკის მიერ გაცემული ფინანსური რესურსი ეხმარება მეწარმეს, არ გაჩერდეს და აძლევს მოტივაციას, კიდევ უფრო გააფართოვოს  ბიზნესი,  ეს კი რეგიონს მეტად  გააძლიერებს“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბოჩიკაშვილმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics