2022-10-16 13:25:05, 1695 ნახვა
ომი უკრაინაში
დონეცკის ოლქში ძლიერი აფეთქებები მოხდა ადმინისტრაციის შენობაზე, რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს
რუსული მედია იუწყება დონეცკის ცენტრში ქალაქის ადმინისტრაციის შენობის მასიური დაბომბვის შესახებ.
ამის შესახებ ინფორმაციას "ადმინისტრაცია" Telegram-ზე ავრცელებს და წერს, რომ შენობის მთავარ შესასვლელი ააფეთქეს. შედეგად, რამდენიმე მანქანაც დაზიანდა.
უკრაინის ხელისუფლებას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა ზაპოროჟიე 9 ოქტომბერს დაბომბეს. როგორც ადგილობრივი მედია წერდა, სარაკეტო თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა 89 კი, დაშავდა.
აღსანიშნავია, რომ 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შეჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ოკუპანტებმა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო დაბომბეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,