15:54 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-16 12:35:41, 1687 ნახვა

ომი უკრაინაში
ISW - რუსეთმა სავარაუდოდ ხელი მოაწერა ირანთან კონტრაქტს Arash-2 თვითმფრინავების მიწოდებაზე

რუსეთმა შესაძლოა ხელი მოაწერა ირანთან ახალ კონტრაქტს Arash-2 თვითმფრინავების მიწოდებაზე. - ამის შესახებ ინფორმაციას ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ავრცელებს.

მათივე თქმით, შეძენილი დრონების რაოდენობა უცნობია.

"რუსეთმა შესაძლოა ხელი მოაწერა ირანთან ახალ კონტრაქტს Arash-2 თვითმფრინავების მიწოდებაზე, რაოდენობა ყცნობია და ნაკლებსავარაუდოა, რომ რუსული ძალები შეძლებენ Arash-2-ის უფრო ეფექტურად გამოყენებას, ვიდრე Shahed 136-ს იყენებს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა ზაპოროჟიე 9 ოქტომბერსაც დაბომბეს. როგორც ადგილობრივი მედია წერდა, სარაკეტო თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა 89 კი, დაშავდა. 

აღსანიშნავია, რომ 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შეჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ოკუპანტებმა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო დაბომბეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა.
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics