2022-10-10 12:29:20, 1645 ნახვა
ომი უკრაინაში
აფეთქებებია ლვოვში - დაიხურა სკოლები, გათიშულია განათება და მობილური კავშირი
უკრაინის ქალაქ ლვოვში რამდენიმე აფეთქება გაისმა და ქალაქის ზოგიერთ რაიონში განათება ჩაქრა.
როგორც ქალაქის მერმა ანდრეი სადოვიმ განაცხადა, რუსების მასიური თავდასხმების გამო , მობილურ კავშირში შეფერხებები იყო.
გარდა ამისა, სადოვოის თქმით, დღეს ლვოვის სკოლებში სწავლა დისტანციურად ჩატარდება.
„ქალაქში მობილურ კავშირში შეფერხებები დროებითია.ონლაინ გაკვეთილი განგაშის დასრულებიდან ერთი საათის შემდეგ დაიწყება“, - განაცხადა მერმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შემოჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. საერთო ჯამში, გასროლილი იქნა 50-ზე მეტი რაკეტა. ოკუპანტებმა კიევი, ზაპოროჟიე და სლავიანსკი დაბომბეს.
ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ კიევში დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო 24 დაშავდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,