2022-10-08 16:29:26, 1799 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებული ძალები - რუსეთმა უკრაინაში შეჭრიდან დღემდე 62 060 სამხედრო დაკარგა
რუსეთმა უკრაინაში შეჭრიდან დღემდე 62 060 სამხედრო დაკარგა. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე თქმით, უკანასკნელ 24 საათში რუსეთმა 380 სამხედრო, 6 ტანკი და 18 დაჯავშნული საბრძოლო მანქანა დაკარგა.
"პერსონალი - 62 060 სამხედრო (+380)
ტანკები - 2 472 (+6)
დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 5111 (+18)
საარტილერიო სისტემები - 1459 (+4)
ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] - 345 (+1)
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 180 (+3)
თვითმფრინავი - 266
ვერტმფრენები - 234 (+1)
გემები / ნავები - 15
ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 1079 (+12)
სპეციალური აღჭურვილობა - 136 (+1)". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინელმა მებრძოლებმა ამ კვირაში 776 კვადრატული კილომეტრი ფართობის ტერიტორია გაათავისუფლეს
ავტორი: ექსპრესნიუსი,