2022-10-07 21:21:55, 1681 ნახვა
ომი უკრაინაში
გაიდაი - დეოკუპაციის თვალსაზრისით ლუგანსკის ოლქი უკრაინის ყველაზე რთული რეგიონია
დეოკუპაციის თვალსაზრისით ლუგანსკის ოლქი უკრაინის ყველაზე რთული რეგიონია. - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ამაზე ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს, ერთ-ერთი ლუგანსკიდან და ხარკივიდამ გაქცეულებს უკავშირდება, რომლებმაც ლუგანკის ოლქს თავი შეაფარეს.
"დეოკუპაციის თვალსაზრისით ლუგანსკის ოლქი უკრაინის ყველაზე რთული რეგიონია, ამაზე ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს. ერთ-ერთი ლუგანსკიდან და ხარკივიდან გაქცეულებს უკავშირდება, რომლებმაც ლუგანკის ოლქს შეაფარეს თავი. შესაბამისად, აქ სამხედროების მაქსიმალური კონცენტრაციაა". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას ხელი მოაწერა .
ავტორი: ექსპრესნიუსი,