2022-10-03 21:33:57, 1768 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ, აზოვის მებრძოლები მონახულა
მოვონახულე აზოვის მებრძოლები, ბევრი ემოციაა, ამ წუთამდე გზა გრძელი და რთული იყო. - ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის ტყვეობაში ჯერ კიდევ ბევრი კაცი და ქალია, სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე.
"ბევრი ემოციაა. ამ წუთამდე გზა გრძელი და რთული იყო. ბოლოს შეძლეს ჩახუტება.
მივესალმე მათ და მადლობა გადავუხადე უკრაინისგან, პრეზიდენტისგან და იმ ხალხისგან, ვისთვისაც ისინი იბრძვიან. მთავარი ის არის, რომ უკრაინა იბრძვის და იბრძვის ჩვენი ხალხისთვის. რუსეთის ტყვეობაში ჯერ კიდევ ბევრი კაცი და ქალია, სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე. და ჩვენ თითოელი მათგანი ცოცხალი გვჭირდება". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აზოვსტალის მთავარი მცველები ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ თურქეთში იმუოფებიან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,